ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ტექნიკა გამოუყო
ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ტექნიკა გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა გამოუყო.

როგორც თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა მიიღებს საარტილერიო დანადგარებს, რადარებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ ბრძოლის ველზე.

პენტაგონში განმარტეს, რომ დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამ კონტრსააარტილერიო რადარს, 18 ჰაუბიცს, ასევე მათი გადაადგილების საშუალებებს. ეს იარაღი უკრაინაში დაუყოვნებლივ გაიგზავნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან.

ამრიგად, აშშ-ის მიერ 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილი თანხის რაოდენობა 3,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უახლოეს ხანში უნდა მოაწეროს ხელი სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელითაც უკრაინა დამატებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსურ დახმარებას მიიღებს.

დატოვე კომენტარი