ჯო ბაიდენმა ტრანსატლანტიკურ ლიდერებთან უკრაინის საკითხზე შეხვედრა გამართა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრანსატლანტიკურ ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრა გამართა.
თეთრი სახლის ცნობით, ლიდერებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ უკრაინის გარშემო სამხედრო ძალების მობილიზების გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მათ კრიზისის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის სურვილი გამოთქვეს და განიხილეს რუსეთთან სხვადასხვა ფორმატში განვითარებული ბოლოდროინდელი ურთიერთობები. ლიდერები შეთანხმდნენ კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად, მათ შორის მზადყოფნაზე, გადაახდევინონ რუსეთს მძიმე ეკონომიკური ფასი, თუ ის აირჩევს სამხედრო ესკალაციის გზას. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, გააგრძელონ თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე.
ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად კანადის, ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის და რუმინეთის ლიდერები, ასევე ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.