ჯო ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ექსპერტი სელესტა ვალანდერი წარადგინა
ჯო ბაიდენმა თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ექსპერტი სელესტა ვალანდერი წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სელესტა ვალანდერი თავდაცვის მინისტრის თანაშემწის პოზიციაზე წარადგინა.

ვალანდერი ექსპერტია რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში. ამ ეტაპზე კი ვალანდერი ამერიკა-რუსეთის ფონდის ხელმძღვანელია.

„მას კარგი პოლიტიკური გამოცდილება აქვს მნიშვნელოვან რეგიონებში, კარგი გამოცდილება აქვს პენტაგონში მუშაობის, ასევე აქვს შესანიშნავი მენეჯერული უნარები“, – განაცხადა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა დეივი კრამერმა.

სელესტი თუ თავდაცვის მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნება, ის თავდაცვის მდივანთან ერთად იმოგზაურებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ვალანდერის დამტკიცებას ახლა სენატის თანხმობა სჭირდება.