ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა - არის პრობლემა, რომელსაც სიტუაციურ ოთახში უნდა გავუმკლავდე
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა.
პრესკონფერენციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა მისი ეკონომიკური გეგმის, „ბაიდენომიკის“ დღის წესრიგსა და ეროვნული უსაფრთხოების განვითარებაზე საუბარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში უნდა გასულიყო.
„ბოდიშს ვიხდი, უნდა წავიდე. არის პრობლემა, რომელსაც სიტუაციურ ოთახში უნდა გავუმკლავდე“, – განაცხადა ბაიდენმა.
აღნიშნული სიტყვების შემდეგ ბაიდენმა რომის პაპთან სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და შეხვედრა დატოვა.
როგორც „დეილი მეილი“ აღნიშნავს, ბაიდენმა გამოსვლა სიტუაციურ ოთახში გასვლის მიზეზით დროზე ადრე შეწყვიტა და თავისი სიტყვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე მინიშნებით დაასრულა.