ჯო ბაიდენმა სახლში, სადაც ბავშვობა გაატარა, წარწერა გააკეთა: ამ სახლიდან თეთრ სახლამდე, უფლის წყალობით
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი არჩევნების დღეს მშობლიურ ქალაქში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.
პენსილვანიის ქალაქ სკრენტონში ჯო ბაიდენმა ის სახლი მოინახულა, სადაც ბავშვობა გაატარა და მისაღები ოთახის კედელზე წარწერა დატოვა: „ამ სახლიდან თეთრ სახლამდე, უფლის წყალობით“.
აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი სკრენტონში მხარდამჭერებსაც შეხვდა.
„კარგია სახლში ყოფნა“, – აღნიშნა ბაიდენმა მათთან შეხვედრისას.
მანამდე ყოფილმა ვიცეპრეზიდენტი ოჯახთან ერთად დელავერის კათოლიკურ ეკლესიაში სასულიერო მსახურებას დაესწრო და ოჯახის გარდაცვლილი წევრების საფლავები მოინახულა.
ამჟამად აშშ-ში გახსნილია ყველა საარჩევნო უბანი. ყველაზე გვიან საარჩევნო უბნები ალიასკასა და ჰავაის კუნძულებზე გაიხსნა. შესაბამისად, იქ საარჩევნო უბნები ყველაზე ბოლოს დაიკეტება, კერძოდ კი თბილისის დროით დილის 10:00 საათზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 100 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.