ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი კლიმატზე სასაუბროდ მიიწვია
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი და ჩინეთის ლიდერი კლიმატზე სასაუბროდ მიიწვია. ინფორმაცია „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს. სამიტი 22-23 აპრილს უნდა გაიმართოს და შეხვედრაში 40-ზე მეტი ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „ასოშიეტიდ პრესი“ წერს, ამ სამიტის გამართვა ბაიდენის წინასაარჩვენო დაპირების შესრულებაზე იქნება ორიეტირებული.
ამის გარდა, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს, გამოვიდეს განცხადებით, რომ აშშ-ის ეკონომიკაში ცვლილებები იგეგმება და მნიშვნელოვნად შემცირდება ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის გამოყენება.