ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ყალბი ამბების გამავრცელებელი მედიასაშუალებები სიძულვილის გაღვივებას უწყობენ ხელს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამზე ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ყალბი ამბების გამავრცელებელი საშუალებები სიძულვილის გაღვივებას უწყობენ ხელს.
შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირონიით ისაუბრა „ფოქს ნიუსთან“ დაკავშირებით.
„ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული“, – თქვა ბაიდენმა, როდესაც მან ისაუბრა მცდელობებზე, რათა გაათავისუფლონ ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან.
„სიმართლეს აქვს მნიშვნელობა. როგორც შარშან ვთქვი ამ სადილზე, შხამი ტრიალებს ჩვენს დემოკრატიასა და ექსტრემისტული პრესის ნაწილებში. სიცრუით დამარხული სიმართლე და პატიოსანი ჭეშმარიტებით მცხოვრები ტყუილი, ტყუილი ნათქვამი მოგებისა და ძალაუფლებისთვის. შეთქმულებისა და ბოროტმოქმედების სიცრუე, რომელიც მეორდება, შექმნილია სიბრაზის, სიძულვილის და ძალადობის ციკლის წარმოქმნისთვის. ციკლი, რომელიც ისტორიის დასამარებას და წიგნების აკრძალვას იწვევს. კანონის უზენაესობა და ჩვენი უფლებები და თავისუფლებები უნდა ჩამოგვერთვას. სასიამოვნოა, რომ საკაბელო საინფორმაციო ქსელები აქ არიან. „ემესენბისი“, რომელიც ეკუთვნის „ენბისი უნივერსალს”; „ფოქს ნიუსი“, რომელიც ეკუთვნის დომინიონის საარჩევნო სისტემას. გასულ წელს თქვენი საყვარელი „ფოქს ნიუსის“ რეპორტიორებმა შეძლეს დასწრება, რადგან ისინი სრულად იყვნენ ვაქცინირებული. წელს, ამ 787 მილიონი დოლარის ანგარიშსწორებით, ისინი აქ არიან, რადგან არ შეეძლოთ, უარი ეთქვათ უფასო კვებაზე. და ჯანდაბა, მე ვუწოდებდი „ფოქსს“ პატიოსანს, სამართლიანს და მართალს, მაგრამ შემდეგ შეიძლება, ცილისწამებისთვის მიჩივლონ“, – თქვა ჯო ბაიდენმა.