ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ღაზაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რომის პაპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ღაზაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რომის პაპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რომის პაპთან, ფრანცისკესა და ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელსა და ღაზაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის ინფორმაციით, რომის პაპთან დისკუსიისას ბაიდენმა დაგმო „ჰამასის“ თავდასხმა და განიხილა მისი ძალისხმევა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება იქნას მიწოდებული.

„მხარეებმა განიხილეს რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა და ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისთვის მუშაობა“, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას კი ბაიდენმა ხაზი გაუსვა მიმდინარე მცდელობებს „ჰამასის“ მიერ დაკავებული ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.

„აშშ-ის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი შეთანხმდნენ, რომ დარჩებიან ახლო კონტაქტში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.