ჯო ბაიდენმა გლაზგოში, კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლას დიდი შეცდომა უწოდა
ჯო ბაიდენმა გლაზგოში, კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლას დიდი შეცდომა უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები გააკრიტიკა.

ბაიდენის განცხადებით, გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის არჩასვლა მათი მხრიდან დიდი შეცდომა იყო.

„ჩვენ ჩამოვედით. ისინი არ გამოცხადნენ. ეს გიგანტური საკითხია, მათ კი ამას უბრალოდ გვერდით ჩაუარეს. როგორ აკეთებთ ამას და მერე ლიდერობის მანტიაზე გაქვთ პრეტენზია?“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გლაზგოში კლიმატური ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციას 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა. ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კი მონაწილეობა ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღეს.