ჯო ბაიდენმა განკარგულება გამოსცა, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობის შესამცირებლად გარკვეული ზომების შემუშავებას ავალდებულებს

08:38, 09.04.2021
President Joe Biden, accompanied by Vice President Kamala Harris, and Attorney General Merrick Garland, speaks about gun violence prevention in the Rose Garden at the White House, Thursday, April 8, 2021, in Washington. (AP Photo/Andrew Harnik)

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული ძალადობის ეპიდემიაზე საუბრობს. ქვეყნის ლიდერმა განკარგულება გამოსცა, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს, შეიმუშაოს გარკვეული ზომები ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღის რაოდენობის შესამცირებლად. აღნიშნული ტიპის შეიარაღებას არ აქვს სერიული ნომერი, რის გამოც, მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება. ასეთი ტიპის შეიარაღების ასაწყობად კი, ნაწილების რეალიზაციისას არ მოითხოვება მომხმარებლების მონაცემების გადამოწმება.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ში ყოველდღიურად ცეცხლსასროლი იარაღით საშუალოდ, 106 ადამიანი იღუპება.

სამართალდამცველების მიერ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან 40% სწორედ ასეთ ხელნაკეთი ტიპის შეიარაღებას განეკუთვნება.

მსგავსი