ჯო ბაიდენმა ეუთო-ში ელჩად რუსეთისა და უკრაინის საკითხების სპეციალისტი, მაიკლ კარპენტერი წარადგინა

11:09, 24.06.2021

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეუთო-ში ელჩად რუსეთისა და უკრაინის საკითხების სპეციალისტი, მაიკლ კარპენტერი წარადგინა. ახლა ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენლის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

მაიკლ კარპენტერი პენსილვანიის უნივერსიტეტში დიპლომატიის ცენტრს ხელმძღვანელობს. წარსულში ის რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე იყო, მანამდე, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობისას საგანგებო მრჩეველი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

გარკვეული პერიოდი კი სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთისა და კავკასიაში რეგიონალური კონფლიქტების საკითხებზე მუშაობდა.

მსგავსი