ჯო ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი ოფიციალურად წარადგინა
ჯო ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი ოფიციალურად წარადგინა

ჯო ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი ოფიციალურად წარადგინა.

აშშ-ის სახაზინო მდივნის თანამდებობაზე არჩეულმა პრეზიდენტმა ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი დაასახელა. იელენის მოადგილედ ჯო ბაიდენმა ობამას ფონდის ხელმღვანელი უოლი ადეიემო წარადგინა.

ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაიკავებს.

ეკონომიკური გუნდის წარდგენამდე აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მოუწოდა კანონმდებლებს, დაამტკიცონ კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისის აღმოსაფხვრელად ფინანსური პაკეტი, რომელთან დაკავშირებით კონგრესში უკვე თვეებია, უთანხმოებაა.