ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველი დებატების წინ 2019 წლის საგადასახადო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველი დებატების წინ 2019 წლის საგადასახადო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპთან პირველი დებატების წინ 2019 წლის საგადასახადო დოკუმენტაცია გაასაჯაროვა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მან ბიუჯეტში 300 00 დოლარამდე თანხა შეიტანა. მისი და მისი მეუღლის შემოსავალმა კი, დაახლოებით 985 000 დოლარი შეადგინა.

ფინანსური ინფორმაცია გაასაჯაროვა ბაიდენის თანამებრძოლმა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, სენატორმა, კამალა ჰარისმაც.

2019 წელს კამალასა და მის მეუღლე დაგლას ემოფს, ბიუჯეტში 1.2 მილიონი დოლარი აქვთ შეტანილი. ოჯახის შემოსავალმა კი, ამავე პერიოდში დაახლოებით სამი მილიონი დოლარი შეადგინა.

აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატები, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი ოპონენტი ჯო ბაიდენი ერთმანეთს დებატების ფორმატში პირველად დაუპირისპირდებიან. დებატები 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიწყება.