ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების პირველივე წუთებიდან პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა.

„სიენენის“ ცნობით, ბაიდენმა ხელი 17 განკარგულებას მოაწერა. მათ შორის, გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება და ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას. აღნიშნული პროცესი 30 დღე გასტანს.

გარდა ამისა, ბაიდენმა გააუქმა „ქისთოუნ იქსელის“ სადავო მილსადენის პროექტი, უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებული შეზღუდვები შვიდი მუსლიმური ქვეყნიდან მოქალაქეთა აშშ-ში შეშვებასთან დაკავშირებით, შეაჩერა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა და ამით გააუქმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რომლის საშუალებითაც, ტრამპი კედლის მშენებლობას აფინანსებდა.

ეს იმ განკარგულებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჯო ბაიდენმა ადმინისტრაციის გადაბარების პირველივე წუთებიდან მოაწერა ხელი.