ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„ბევრი რამის თქმაა შესაძლებელი ადამიანზე იმის მიხედვით, თუ ვისთან ერთად ატარებს დროს. ტრამპი გუშინ ვიქტორ ორბანს მასპინძლობდა თავის კლუბში. ვიქტორ ორბანი არის ის, ვინც ფიქრობს, რომ დემოკრატია არ მუშაობს. მას ტრამპმა ფანტასტიკური ლიდერი უწოდა სერიოზულად. ის ცდილობს მის და სხვა ე.წ. დიქტატორობის მსურველების და ავტორიტარული თაღლითების მოხიბვლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა მას ლამაზი წერილი მისწერა. ის ტრაბახობდა იმით, რომ სი ძინ პინს მეფე უწოდა. მან რუსეთის პრეზიდენტს უთხრა, რომ პუტინს შეუძლია, გაუკეთოს ჩვენს მოკავშირეებს ყველაფერი, რაც სურს. მე არ ვიგონებ ამ ციტატებს. როდესაც ის ამბობს, რომ სურს იყოს დიქტატორი, მე მჯერა მისი“, – განაცხადა ბაიდენმა ატლანტაში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს.