ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს
ჯო ბაიდენმა და სი ძინპინმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ნოემბერში შეხვედრის შემდეგ, პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს. ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები შედგა.

ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი 2022 წლის ივლისის შემდეგ არ გამართულა.

როგორც მედია ამერიკის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა პეკინის „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ მიმართ და გაიმეორა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ტაივანის სრუტის საკითხთან დაკავშირებით.

ამერიკის ოფიციალური პირის თქმით, ბაიდენმა სი ძინპინთან ისაუბრა ჩინეთის გავლენაზე რუსეთსა და ირანზე უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომების კონტექსტში.

ბაიდენმა და სი ძინპინმა ასევე ისაუბრებს კონკურენციის მართვის გზებზე, კონფლიქტის თავიდან აცილებისა და კომუნიკაციის ხაზების ღიად შენარჩუნებაზე.

მედიის ცნობით, ორმა ლიდერმა აგრეთვე განიხილა ხელოვნურ ინტელექტთან, სამხედრო კომუნიკაციების აღდგენასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები.