ჯო ბაიდენმა და პედრო სანჩესმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს
ჯო ბაიდენმა და პედრო სანჩესმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა თეთრ სახლში შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

ჯო ბაიდენი გამოეხმაურა ჩინეთის 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და აღნიშნა, რომ თუ პეკინი სერიოზულად ეკიდება პირველ პუნქტს სუვერენიტეტის პატივისცემასთან დაკავშირებით, მაშინ მან უნდა მოუწოდოს რუსეთს უკრაინიდან გასვლისკენ.

თავის მხრივ, ესპანელმა დიპლომატმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და მის სამშვიდობო გეგმას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობაზე, რომელიც სრულად სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ასევე გაერო-ს წესდების პრინციპებს. არ დაუშვათ შეცდომა, ამ ომში არის აგრესორი და არის მსხვერპლი, ეს აგრესორი კი პრეზიდენტი პუტინია“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა შეხვედრისას.