ჯო ბაიდენმა არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევისა და პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევის წინააღმდეგ მიმართული საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა
ჯო ბაიდენმა არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევისა და პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევის წინააღმდეგ მიმართული საგანგებო რეჟიმი ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩევნებში ჩარევის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმის ვადა გაახანგრძლივა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, საარჩევნო ინფრასტრუქტურასთან არასანქცირებული წვდომა, ასევე პროპაგანდის გავრცელება კვლავაც წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით, აშშ-ის არჩევნებში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევისა და საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობის შერყევის წინააღმდეგ მიმართული რეჟიმი კიდევ ერთი წელი იქნება ძალაში.

გადაწყვეტილება წინ უსწრებს აშშ-ში დაგეგმილ კონგრესის შუალედურ არჩევნებს, რომელიც ნოემბერში გაიმართება. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ციფრული და ინტერნეტკომუნიკაციების გავრცელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა უცხო ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობა. არჩევნებში შესაძლო ჩარევის საფრთხის გამო, საგანგებო რეჟიმი აშშ-მა პირველად 2018 წლის 12 სექტემბერს გამოაცხადა.