ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ ენტონი ბლინკენი ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტ ბაიდენის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების წინ, ენტონი ბლინკენმა ვლადიმირ ზელენსკის დაუდასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი რუსეთის აგრესიის წინაშე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი და დიპლომატიური დარეგულირებისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე, მათ შორის ყირიმზე უკრაინის სუვერენიტეტის სრული აღდგენის აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან განაცხადა, ვლადიმერ პუტინთან ონლაინშეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენი მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმირ ზელენსკისთან.