ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის ერთობლივი განცხადება - აშშ და საფრანგეთი იმუშავებენ ისრაელთან და ლიბანთან, რათა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღსრულდეს
აშშ და საფრანგეთი იმუშავებენ ისრაელთან და ლიბანთან, რათა უზრუნველყონ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აღსრულდეს, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.
ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის განცხადების მიხედვით, აშშ და საფრანგეთი ასევე იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევას ლიბანის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის.
„დღეს, მრავალკვირიანი დაუღალავი დიპლომატიის შემდეგ, ისრაელმა და ლიბანმა მიიღეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმება. დღევანდელი განცხადება შეწყვეტს ბრძოლას ლიბანში და დაიცავს ისრაელს „ჰეზბოლასა“ და ლიბანიდან მოქმედი სხვა ტერორისტული ორგანიზაციების საფრთხისგან. ეს განცხადება შექმნის პირობებს ხანგრძლივი სიმშვიდის აღსადგენად და ორივე ქვეყნის მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
შეერთებული შტატები და საფრანგეთი იმუშავებენ ისრაელთან და ლიბანთან, რათა უზრუნველყონ, რომ ეს შეთანხმება აღსრულდეს. შეერთებული შტატები და საფრანგეთი ასევე იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ საერთაშორისო ძალისხმევას ლიბანის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის, ისევე როგორც ლიბანის ეკონომიკური განვითარებისთვის რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია ჯო ბაიდენისა და ემანუელ მაკრონის განცხადებაში.