ჯო ბაიდენის შტაბში განაცხადეს, რომ ამერიკელები არ მოითმენენ ტრამპის მცდელობას, შეცვალოს არჩევნების შედეგები
ჯო ბაიდენის შტაბში განაცხადეს, რომ ამერიკელები არ მოითმენენ ტრამპის მცდელობას, შეცვალოს არჩევნების შედეგები

ჯო ბაიდენის შტაბში განაცხადეს, რომ ამერიკელები არ მოითმენენ ტრამპის მცდელობას, შეცვალოს არჩევნების შედეგები. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შტაბის წევრები ამგვარად გამოეხმაურნენ პენსილვანიის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადვოკატების მიერ შეტანილი მორიგი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

„სასამართლოს უკეთ ამას ვერავინ იტყოდა. ჩვენი ქვეყანა მეტს ვერ მოითმენს ტრამპის მცდელობებს, შეცვალოს არჩევნების შედეგები, რომელშიც ის დამარცხდა“, – წერია ბაიდენის შტაბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, პენსილვანიის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადვოკატების მოთხოვნა და უარი თქვა ფოსტით გაგზავნილი შვიდი მილიონი საარჩევნო ბიულეტენის გაუქმებაზე.

წინასწარი მონაცემებით პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა და მან ხმების 50 პროცენტი დააგროვა, ხოლო ტრამპს ამომრჩევლების 48,8 პროცენტი მიემხრო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ ამ დრომდე არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა.