ჯო ბაიდენის პასუხი კითხვაზე, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა მისი დამსახურებაა, თუ დონალდ ტრამპის – ეს ხუმრობაა? [ვიდეო]

00:11, 16.01.2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი და არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდები ერთად მუშაობდნენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციის დასასრულს კი ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა: ვისი დამსახურებაა შეთანხმების მიღწევა, ჯო ბაიდენის თუ დონალდ ტრამპის?

აღნიშნულ კითხვაზე ბაიდენმა ჟურნალისტს ღიმილით უთხრა: „ეს ხუმრობაა?“

ცნობისთვის, ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

მსგავსი