ჯო ბაიდენის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ ზაფხულში გაიმართება
ჯო ბაიდენის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სავარაუდოდ ზაფხულში გაიმართება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საკითხზე რუს კოლეგას ესაუბრა.

სალივანის თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, ზაფხულში გაიმართება.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს. ვესაუბრე ჩემს რუს კოლეგას. ვცდილობთ, სამიტი ამ ზაფხულისთვის დავგეგმოთ“, – განაცხადა სალივანიმ.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა მანამდე, ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა, ივნისში შედგეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მესამე ქვეყანაში ორმხრივ შეხვედრის გამართვის ინიციატივით 13 აპრილს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოვიდა.