ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ერევნის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა

10:29, 25.04.2021

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას ერევნის ქუჩებში ზეიმი მოჰყვა. გვიან ღამე ასობით ადამიანი სომხეთის დედაქალაქში გამოვიდა.

აქციის მონაწილეები ჯო ბაიდენის განცხადებას მიესალმებიან, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდს უწოდებს.

სომხური დიასპორის წარმომადგენლლებმა დემონსტრაცია გამართეს აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესშიც.

მსგავსი