ჯო ბაიდენის გერმანული ნაგაზები თეთრი სახლიდან ბაიდენების დელავერის სახლში დააბრუნეს

20:26, 09.03.2021

ჯო ბაიდენის გერმანული ნაგაზები თეთრი სახლიდან ბაიდენების დელავერის სახლში დააბრუნეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ერთ-ერთი ძაღლის აგრესიული ქცევა გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი წლის მეიჯორმა თეთრი სახლის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ წევრს უკბინა. ჯო ბაიდენის მეორე ძაღლი ჩამპი 13 წლისაა, ამიერიდან ისიც დელავერში იცხოვრებს.

ძაღლები თეთრ სახლში იანვარში გადავიდნენ. მეიჯორი პირველი ძაღლია, რომელიც თავშესაფრიდან თეთრ სახლში მოხვდა.

მსგავსი