ჯო ბაიდენის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შეაჩერებს ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილ საპასუხო თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ელოდება, რომ ირანი შეაჩერებს ისრაელზე საპასუხო შეტევას, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგება.
ჯო ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ირანი შეაჩერებს ისრაელის წინააღმდეგ დაგეგმილ საპასუხო თავდასხმას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ „ეს მისი მოლოდინია“.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, ეგვიპტე და კატარი მიმდინარე კვირას სამიტს მართავენ, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას, რაც ასევე მძევლების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს.
ამ დრომდე „ჰამასის“ აცხადებს, რომ სამიტს არ დაესწრება, ხოლო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, რომ ისრაელის დელეგაცია მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.