ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ადარდებს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა არ აქვს
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მას ადარდებს, რომ ვლადიმერ პუტინს არ აქვს უკრაინის ომიდან გამოსვლის გზა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა. ბაიდენის თქმით, ის ცდილობს, გაარკვიოს, რა გააკეთოს ამასთან დაკავშირებით.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინს შეცდომით ეგონა, რომ უკრაინაში ინტერვენცია ნატო-სა და ევროკავშირს გატეხდა.
ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინი ძალიან ანგარიშიანი კაცია და პრობლემა, რომელიც მას ახლა ადარდებს არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს გამოსვლის გზა.