ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა
ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გახანგრძლივდა.

ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

„პანდემია გრძელდება. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ მიზეზით საგანგებო რეჟიმის მოქმედება 2021 წლის პირველი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. როდემდე გაგრძელდება ეს რეჟიმი, უცნობია.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 500 000 ადამიანი ემსხვერპლა, ამიტომ აუცილებელია „კოვიდ-19“-თან ბრძოლის გაგრძელება და ამაში უნდა იყოს ჩართული ყველა ფედერალური უწყება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში ვირუსით 28 მილიონზე მეტი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 503 ათასი ადამიანი.