ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კვლავ მოუწოდებენ ისრაელს, მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარულ პაუზას
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კვლავ მოუწოდებენ ისრაელს, მხარი დაუჭიროს ჰუმანიტარულ პაუზას

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ისრაელელი კოლეგებისთვის მოწოდებას ღაზაში ჰუმანიტარული პაუზისკენ.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ჰუმანიტარულ პაუზას აქვს მნიშვნელობა.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა დროებითი ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობის კონკრეტული მიზნებისთვის, ნივთების შესატანად და ხალხის, მათ შორის მძევლების გამოსაყვანად. ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რომ ამას აქვს მნიშვნელობა, ჩვენ გავაგრძელებთ ამის მტკიცებას და დისკუსიას არა მხოლოდ ისრაელთან, არამედ რეგიონის სხვა პარტნიორებთანაც“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.