ჯო ბაიდენი – ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით, მადლობა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის
ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„კიბო თითოეულ ჩვენგანს ეხება. როგორც ბევრმა თქვენგანმა, მე და ჯილმაც გავიგეთ, რომ ყველაზე მეტად რთულ პერიოდში ვძლიერდებით. მადლობა თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, – წერს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ოფისში განაცხადეს, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
Cancer touches us all. Like so many of you, Jill and I have learned that we are strongest in the broken places. Thank you for lifting us up with love and support. pic.twitter.com/oSS1vGIiwU
— Joe Biden (@JoeBiden) May 19, 2025