ჯო ბაიდენი - ვუთხარი პუტინს, რომ ჩვენ ვუპასუხებდით და ვუპასუხე კიდეც
ჯო ბაიდენი - ვუთხარი პუტინს, რომ ჩვენ ვუპასუხებდით და ვუპასუხე კიდეც

ვუთხარი პუტინს, რომ ჩვენ ვუპასუხებდით და ვუპასუხე კიდეც, – აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ეს განცხადება კონგრესში ყოველწლიური მიმართვისას გააკეთა.

„მკაფიოდ გავაგებინე პუტინს, რომ ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, მაგრამ მათ ქმედებებს მოჰყვება შედეგები, თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება. და ეს სიმართლე აღმოჩნდა. ასე რომ, პირდაპირ და პროპორციულად მქონდა რეაქცია რუსეთის ჩარევაზე აშშ-ის არჩევნებში და რუსეთის კიბერთავდასხმებზე ჩვენს სახელმწიფოსა და ბიზნესზე. მათ ორივე ეს ქმედება ჩაიდინეს, მე ვუთხარი რომ ვუპასუხებდით და ვუპასუხეთ. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია თანამშრომლობა, როდესაც ეს ჩვენს საერთო ინტერესებშია. ჩენ ვითანამშრომლეთ, როდესაც გავახანგრძლივეთ სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შეთანხმება, ასევე ვმუშაობთ კლიმატის ცვლილებებზე, მაგრამა პუტინი ხვდება, რომ ჩვენ მათ ქმედებებს პასუხს გავცემთ“,- განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდნემა ასევე ისაუბრა ჩინეთზე და განაცხადა, რომ აშშ კონკურენციას გაუწევს ჩინეთს, თუცა არ დაუშვებს რომ ჩინეთმა უსამართლო წესებით იმოქმედოს.

„ვუთხარი სი ძინპინს, რომ აშშ არასდროს იტყვი უარს ჩვენი ვალდებულებების დაცვაზე. ჩვენი ვალდებულებებისა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების და ჩვენი ალიანსების მიმართ. მე ვუთხარი მას, რომ პასუხისმგებლიანი აშშ-ის პრეზიდენტი ვერ იქნება ჩუმად, როდესაც ადამიანის უფლებები ასე უხეშად ირღვევა. აშშ-ის პრეზიდენტი უნდა წარმოადგენდეს იმის არსს, რასაც ჩვენი ქვეყანა იცავს. ამერიკა არის იდეა, უნიკალური იდეა ისტორიაში. ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ. ამ პრინციპს ვერ ვუღალატებთ. ეს არის ამერიკული იდეა რუსეთთან მიმართებითაც.

ინვესტიციები, რომელსაც დღეს გთავაზობთ ასევე წინ წასწევს საგარეო პოლიტიკას. ჩემი აზრით, ეს სარგებელს მოუტანს საშუალო კლასს. ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა ქვეყანა გლობალურ ეკონომიკაში ერთიანი წესებით ითამაშებს, მათ შორის ჩინეთიც. როდესაც პრეზიდენტ სი ძინპინს ვესაუბრე, ვუთხარი, რომ მივესალმები კონკურენციას. ჩვენ კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ ნათლად განვუმარტე, რომ აშშ-ის ინტერესებს აუცილებლად დავიცავთ. აშშ წინ აღუდგება უსამართლო ვაჭრობის პრაქტიკას, რომელიც აზიანებს ამერიკელ მუშახელს და ამერიკულ წარმოებას, მაგალითად სახელმწიფო სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოები. ასევე ამერიკელი ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა. მე ასევე ვუთხარი სი ძინპინს, რომ აშშ შეინარჩუნებს მტკიცე სამხედრო წარმომადგენლობას, წყნარი ოკეანის რეგიონში, ისევე როგორც ამას აკეთებს ნატო ევროპაში. ამას ვაკეთებთ არა კონფლიქტის წამოსაწყებად, არამედ მისი პრევენციისთვის“,- აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში უნდა იყოს ფოკუსირებული სხვა ქვეყნებთან კონკურენციაზე და ზედმეტი დრო არ დახარჯოს შიდა დავებზე.

„არ შეიძლება ისე დიდხანს ვიყოთ დაკავებულები ერთმანეთთან შეჯიბრით, რომ დაგვავიწყდეს შეჯიბრი დანარჩენ სამყაროსთან, რომ 21-ე საუკუნეში გავიმარჯვოთ. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გითხრათ. მე ბევრი დრო მაქვს გატარებული ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მე 17 000 მილი ვიმოგზაურე მასთან ერთად. 24 საათზე მეტი ვისაუბრე პირადად. როდესაც მან დამირეკა მოსალოცად, ორი საათი ვილაპარაკეთ. მას სერიოზულად სურს, რომ ჩინეთი გახდეს ყველაზე გავლენიანი ქვეყანა მსოფლიოში. მას და სხვა ავტოკრატებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატიას არ შეუძლია 21-ე საუკუნეში ავტოკრატიასთან შეჯიბრი, რადგან კონსენსუსის მიღწევას ძალიან დიდი დრო სჭირდება“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დატოვე კომენტარი