ჯო ბაიდენი - ვიმედოვნებ, მომდევნო ორშაბათს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი შეწყდება
ჯო ბაიდენი - ვიმედოვნებ, მომდევნო ორშაბათს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი შეწყდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი რამდენიმე დღეში შეწყდება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში განუცხადა, იმედოვნებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტში ღაზაში მომავალ ორშაბათს დაიწყება.

მისი თქმით, როგორც ჩანს, მხარეებმა კატარში მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების გათავისუფლებას.

„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ახლოს ვართ. Მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლი შეწყდება”, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.