ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, კონგრესის პასუხისმგებლობაა მთავრობის დაფინანსება, „შათდაუნი“ მნიშვნელოვნად დააზარალებს ეკონომიკას, ორპარტიული გადაწყვეტილებები გვჭირდება
ჯო ბაიდენი - ვფიქრობ, კონგრესის პასუხისმგებლობაა მთავრობის დაფინანსება, „შათდაუნი“ მნიშვნელოვნად დააზარალებს ეკონომიკას, ორპარტიული გადაწყვეტილებები გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლში კონგრესის დემოკრატ და რესპუბლიკელ ლიდერებს ხვდება.

ბაიდენმა კონგრესმენებთან შეხვედრის დაწყებისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, ე.წ. შათდაუნზე, ასევე უკრაინისა და ისრაელის დახმარებაზე.

„ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, როგორ განვაგრძოთ მთავრობის დაფინანსება, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. უნდა ვიპოვოთ ამის მნიშვნელოვანი გადაწყვეტა. ვფიქრობ, შეგვიძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ე.წ. შათდაუნზე საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.

„ვფიქრობ, კონგრესის პასუხისმგებლობაა მთავრობის დაფინანსება. „შათდაუნი“ მნიშვნელოვნად დააზარალებს ეკონომიკას და ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით ამაზე. ჩვენ გვჭირდება ორპარტიული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის საჭიროებების შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება უკრაინის საკითხს, ვფიქრობ, გადაუდებელი აუცილებლობაა. ვიმედოვნებ, ჩვენ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, უკრაინაში ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები საშინელია. მე ვესაუბრე „დიდი შვიდეულის“ ზოგიერთ ჩვენს პარტნიორს და ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, თანხები აუცილებელია ისრაელის საკითხის მოსაგვარებლადაც, რაც ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას პალესტინის რაიონებისთვის.

„ჩვენ უნდა შევავსოთ ისრაელის საჰაერო თავდაცვა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არ გვემუქრება ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, არა მხოლოდ „ჰამასისგან“, არამედ ირანისგანაც“, – განაცხადა ბაიდენმა.