ჯო ბაიდენი - უნდა გავერთიანდეთ, შევინარჩუნოთ ერთმანეთის ნდობა, ჩვენ ერთადერთი ერი ვართ, რომელიც აგებულია იდეაზე, რომ ყველანი შექმნილი ვართ თანაბრად, დამსახურებულად, თანასწორად
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვეტერანთა დღის ფარგლებში არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა.
როგორც ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს მისი ბოლო გამოსვლაა ვეტერანთა დღეს პრეზიდენტის რანგში.
„მე ბოლოჯერ ვდგავარ მთავარსარდლად აქ, არლინგტონში. ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივი იყო თქვენი წინამძღოლობა, მსახურება, თქვენზე ზრუნვა, დაცვა, ისევე როგორც თქვენ გვიცავთ ჩვენ. მას შემდეგ, რაც ბინ ლადენი ავიყვანეთ, ოთხ პრეზიდენტს უნდა გადაეწყვიტა, დაესრულებინა თუ არა ჩვენი ყველაზე გრძელი ომი ისტორიაში, ავღანეთში. გადავწყვიტე, რომ ეს გადაწყვეტილება მეხუთე პრეზიდენტისთვის არ დამეტოვებინა. ეს არის მომენტი, როცა უნდა გავერთიანდეთ, შევინარჩუნოთ ერთმანეთის ნდობა. მსოფლიო დამოკიდებულია თქვენზე და ჩვენზე, ყველაზე. ჩვენ ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, რომელიც აგებულია იდეაზე და ეს იდეა არის ის, რომ ჩვენ, ყველანი, ვართ შექმნილი თანაბრად, დამსახურებულად, თანასწორად მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში“, – თქვა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, ვეტერანთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების კანდიდატი კამალ ჰარისი. ეს ბაიდენისა და ჰარისის პირველი ერთობლივი გამოჩენაა საჯაროდ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი მისმა კონკურენტმა და რესპუბლიკელების კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დიდი უპირატესობით დაამარცხა.