ჯო ბაიდენი - უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, რათა აღარ მოხდეს ისეთი ტრაგედიები, როგორიც ფლოიდის ტრაგედია იყო
არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქმე გაკეთდა და დასრულდა, ამას ისე უნდა შევხედოთ, როგორც იმ ცხრა წუთსა და 29 წამში, ვიდეოში ვუყურებდით. „ვერ ვსუნთქავ“, – ეს ფლოიდის უკანასკნელი სიტყვები იყო, რომელიც მასთან ერთად არ უნდა მოკვდეს, ჩვენ ის სულ უნდა გვესმოდეს, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დერეკ შოვინისადმი მინეაპოლისის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებს დაურეკეს.
„არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და დღევანდელი განაჩენი ამ გზავნილს ატარებს. ეს საკმარისი არ არის. ეს ამით ვერ შეჩერდება. იმისთვის, რომ მოხდეს ნამდვილი ცვლილება და რეფორმა, უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ მოხდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მინეაპოლისის სასამართლომ ყოფილი პოლიციელი დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მას 40-წლიანი პატიმრობა ემუქრება.