ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ჯო ბაიდენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ში ვიზიტით მყოფ უკრინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას „სიენენი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ინფორმაცით, ჯო ბაიდენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის საპასუხო ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების გაწევას.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით, მზადაა, გადამწყვეტი და სწრაფი პასუხი გასცეს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.