ჯო ბაიდენი - უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია, აშშ მას არასდროს აღიარებს
ჯო ბაიდენი - უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია, აშშ მას არასდროს აღიარებს

უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მოჩვენებითია და ამერიკის შეერთებული შტატები მას არასდროს აღიარებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს „რეფერენდუმები“ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენაა მიმართული და ვაშინგტონი არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიებს სხვა ქვეყნის ტერიტორიად.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი აქტიურად იმუშავებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისთვის, რომ რუსეთს დამატებითი სერიოზული სანქციები დაუწესდეს.

დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი გუშინ დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.