ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა
ჯო ბაიდენი - უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა

უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ასევე განიხილეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.

„ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავი ის არის, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეჩერებას, რაც კატასტროფა იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა 61,4 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება, რათა დაეხმაროს უკრაინას. უკრაინისთვის მოთხოვნილი თანხები არის „დამატებითი“ მოთხოვნის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 14,3 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და 13,6 მილიარდ დოლარს საზღვრის დაცვისთვის.