ჯო ბაიდენი – უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა

02:13, 19.01.2024

უკრაინის დახმარების შესახებ კონგრესის ლიდერებთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ასევე განიხილეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები.

„ვფიქრობ, კონგრესის წევრების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას. საკითხავი ის არის, აპირებს თუ არა მცირე უმცირესობა მის შეჩერებას, რაც კატასტროფა იქნება“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოითხოვა 61,4 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსება, რათა დაეხმაროს უკრაინას. უკრაინისთვის მოთხოვნილი თანხები არის „დამატებითი“ მოთხოვნის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს 14,3 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის და 13,6 მილიარდ დოლარს საზღვრის დაცვისთვის.

მსგავსი