ჯო ბაიდენი უისკონსინში პოლიციის მიერ დაჭრილი ჯეიკობ ბლეიქის ოჯახს შეხვდა
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი უისკონსინში პოლიციის მიერ დაჭრილი ჯეიკობ ბლეიქის ოჯახს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, შეხვედრა მილუოკის აეროპორტში შედგა. ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი შეხვდნენ ჯეიკობ ბლეიქის ოჯახის ოთხ წევრს, მათ შორის მამას.
მოგვიანებით, ჯო ბაიდენი ქალაქ კენოშაში მოსახლეობასთან შეხვედრას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ კენოშაში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თუმცა ის ბლეიქის ოჯახის წევრებს არ შეხვედრია. მან მოინახულა ავეჯის მაღაზია, რომელიც არეულობის შედეგად განადგურდა.
შეგახსენებთ, ქალაქ კენოშაში პოლიციის მიერ შავკანიანი ჯეიკობ ბლეიქის დაჭრას რამდენიმედღიანი საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.