ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა
ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაერთიანებული სამეფოს მონარქს, მეფე ჩარლზ III-ს უინძორის სასახლეში ეწვია.

არაფორმალური ვიზიტის მიუხედავად, ამერიკის ლიდერს ცერემონიალური დახვედრა მოუწყეს.

მეფე ჩარლზისთვის ჯო ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ის მონარქის რანგში შეხვდა, თუმცა 1959 წელს, როდესაც პრინცი ჩარლზი 10 წლის იყო, მან ბალმორალში პრეზიდენტი ეიზენჰაუერი გაიცნო. 1970 წელს კი თეთრ სახლში პრეზიდენტ ნიქსონს შეხვდა.

მეფე ჩარლზთან შეხვედრამდე ჯო ბაიდენი დაუნინგ სთრითზე იმყოფებოდა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდა. ლონდონიდან თეთრი სახლის ლიდერი ვილნიუსში გაემგზავრება, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება.