ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრიანის ლიდერებთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც ბაიდენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აშშ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის გამო შეშფოთებას არ მალავს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმირ ზელენსკისთან საუბარს აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის საზღვართან არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.