აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს მიიღებს.
„სიენენის“ ინფორმაციით, ლიდერები უკრაინაში ომთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ. ასევე, განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ ნატო-ს ტრანსატლანტიკური მოკავშირეები და ისაუბრებენ ნატო-ს მადრიდის სამიტს მოსამზადებელ ღონისძიებებზე.
იენს სტოლტენბერგი ასევე შეხვდება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველ ჯეიკ სალივანს. მანამდე სტოლტენბერგი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა.