ჯო ბაიდენი ტელეფონით ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა
ჯო ბაიდენი ტელეფონით ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა. ამის შესახებ განცხადება თავად ჯო ბაიდენმა გააკეთა.

მისი თქმით, აშშ ელოდება, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა სწრაფად განიმუხტება.

„ახლახან მქონდა საუბარი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ჩვენ უახლოეს ხანში განცხადებას გამოვაქვეყნებთ. ველოდები, რომ ძალადობა მალე შემცირდება“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ შექმნილ სიტუაციაში ისრაელს ძალის გამოყენება მოუხდა, რადგან ისრაელის სახელმწიფოს თავს ესხმიან.

„ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს“, – განაცხადა ბაიდენმა.

დატოვე კომენტარი