ჯო ბაიდენი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა
ჯო ბაიდენი სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ციხანოვსკაიას შეხვდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი „ტვიტერში“ წერს.

„აშშ ბელარუსი ხალხის გვერდით დგას დემოკრატიისა და ადამიანის საყოველთაო უფლებების ძიებაში“, – ვკითხულობთ ჯო ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტს შეხვედრისთვის მადლობას უხდის სვეტლანა ციხანოვსკაიაც.

​„მადლობა პრეზიდენტო სოლიდარობის ძლიერი ნიშნისთვის მილიონობით უშიშარი ბელარუსელისადმი, რომლებიც მშვიდობიანად იბრძვიან თავისუფლებისთვის. დღეს, ბელარუსი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლის წინა ხაზზეა. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. ბელარუსი წარმატების ისტორია იქნება“, – აღნიშნავს სვეტლანა ციხანოვსკაია.