ჯო ბაიდენი სოფლის მეურნეობის მდივნის თანამდებობაზე ტომ ვილსაკის წარდგენას გეგმავს
ჯო ბაიდენი სოფლის მეურნეობის მდივნის თანამდებობაზე ტომ ვილსაკის წარდგენას გეგმავს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოფლის მეურნეობის მდივნის თანამდებობაზე ტომ ვილსაკის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტომ ვილსაკი აიოვას შტატის ყოფილი გუბერნატორია და ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დრო სოფლის მეურნეობის მდივნის თანამდებობას იკავებდა.

„როიტერის“ ცნობით, ვილსაკს ჯო ბაიდენთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს და კამპანიის დროს სოფლის მეურნეობის საკითხებში ბაიდენის მრჩეველი იყო.

ვილსაკის პრესმდივანმა გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოცხადებამდე კომენტარისგან თავი შეიკავა. ამასთან, ჯო ბაიდენის გარდამავალ გუნდს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში, მშენებლობისა და ურბანული განვითარების 50 მილიარდი დოლარის მქონე დეპარტამენტს მარსია ფადჯი უხელმძღვანელებს.