ჯო ბაიდენი სასამართლოს მიერ ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის, კაილი რითენჰაუსის გამართლებას არ ეთანხმება
ჯო ბაიდენი სასამართლოს მიერ ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის, კაილი რითენჰაუსის გამართლებას არ ეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სასამართლოს მიერ ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის, კაილი რითენჰაუსის გამართლებას არ ეთანხმება.

გასულ წელს ვისკონსინში რასობრივ საფუძველზე დაწყებული არეულობის დროს მომხდარი მკვლელობების საქმეზე, ბაიდენი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.

„მიუხედავად იმისა, რომ კენოშას განაჩენი ბევრ ამერიკელს გაბრაზებულს და შეშფოთებულს დატოვებს, მათ შორის მეც, უნდა ვაღიაროთ, რაზეც ნაფიცმა მსაჯულებმა ისაუბრეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კაილი რითენჰაუსმა აღიარა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ჯოზეფ როზენბაუმი და ანტონი ჰუბერი, გაიგე გროსკროიცი კი დაჭრა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ეს თავდაცვის მიზნით გააკეთა. 2020 წლის 25 აგვისტოს, კენოშაში პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ სამოქალაქო არეულობა დაიწყო. მკვლელობების დროს კაილი რითენჰაუსი 17 წლის იყო. 2020 წლის 23 აგვისტოს ამბოხების, ქალაქის ძარცვის და ცეცხლის განზრახ გაჩენის შეთხვევების დროს, პოლიციაა შავკანიან მამაკაცს, ჯეიკობ ბლეიკს შვიდჯერ ესროლა, რის გამოც ის ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ კაილი რითენჰაუსი კენოშაში კერძო საკუთრების დასაცავად წავიდა და ცეცხლი მხოლოდ თავის დასაცავად გახსნა. სასამართლოს თანახმად, ჯოზეფ როზენბაუმი არეულობის ღამეს უკანონოდ მოქმედებდა და კაილი რითენჰაუსს იარაღის წართმევა მოუნდომა, შემდეგ კი დაედევნა. გასროლა სწორედ ამის შემდეგ მოხდა.

რაც შეეხება მეორე მოკლულს, სასამართლოს მიხედვით, ანტონი ჰუბერი მოკლეს მას შემდეგ, რაც კაილი რითენჰაუსს სკეტბორდი თავში ჩაარტყა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სასამართლომ გამოავლინა პოლიტიკური განხეთქილება, რადგან ბევრმა დემოკრატმა განაჩენი დაგმო, ხოლო რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ სამართალი აღსრულდა.