ჯო ბაიდენი - სამი წლით დიდი ვარ ტრამპზე და ვფიქრობ, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვარ, ვიდრე ის
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე ვისი მოწინააღმდეგე დონალდ ტრამპი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია BET-თან საუბრისას განაცხადა.
ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის ასაკსა და ფიზიკურ მდგომარეობაზე კითხვები ლეგიტიმურია, მაინც უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ტრამპი.
„მე მესმის, რატომ საუბრობს ხალხი. სამი წლით დიდი ვარ ტრამპზე და ვფიქრობ, რომ უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ვარ, ვიდრე ის. მაგრამ არ არის უსაფუძვლო, ხალხმა თქვას, რომ 81 წლის ვარ“, – თქვა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეამოწმებს თუ არა საკუთარ ჯანმრთელობას წლიდან წლამდე, ბაიდენმა უპასუხა, რომ პრაქტიკულ საკითხში – დიახ, თუმცა ამაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.