ჯო ბაიდენი - რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს
ჯო ბაიდენი - რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს

რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან მათი გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსული კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლო იყო.

ბაიდენის განცხადებით, არ არის სიმართლე, რომ აშშ და ნატო რუსეთთან მარიონეტულ ომში არიან.

„მათი განცხადებები ნამდვილად მაწუხებს, რადგან ეს აჩვენებს იმ სასოწარკვეთას, რომელსაც რუსეთი განიცდის სასტიკი წარუმატებლობის გამო, რომ ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რასაც თავიდანვე აპირებდნენ. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ასახავს არა სიმართლეს, არამედ მათ წარუმატებლობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამასთან, ნატო-სა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის ყველაფრისთვის, რასაც რუსები აკეთებენ.