ჯო ბაიდენი - რუსეთის პრეზიდენტს ეგონა, გადაუვლიდა უკრაინას, მაგრამ შეცდა, უკრაინელი ხალხი ძლიერია, ამერიკა და ევროპა ბევრად ერთიანი ვართ
ჯო ბაიდენი - რუსეთის პრეზიდენტს ეგონა, გადაუვლიდა უკრაინას, მაგრამ შეცდა, უკრაინელი ხალხი ძლიერია, ამერიკა და ევროპა ბევრად ერთიანი ვართ

ერთი წლის წინ მსოფლიო ემზადებოდა კიევის დაცემისთვის. ახლახან დავბრუნდი კიევიდან, კიევი დგას, ის ძლიერია და რაც ყველაზე მთავარია, ის თავისუფალია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, გამოცდის წინაშე დადგა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ნატოც, ამერიკაც, მთელი მსოფლიო. ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიომ ამ გამოცდას უპასუხა.

„მოკავშირეები მტკიცედ დადგნენ რუსული აგრესიის წინაშე. დემოკრატია ძლიერი გამოდგა პუტინისთვის. პუტინს სურდა უკრაინის ფინეთიზაცია, სანაცვლოდ კი მიიღო ფინეთისა და შვედეთის ნატოზაცია. როდესაც შარშან რუსეთის პრეზიდენტმა თავის ტანკებს უბრძანა, შეჭრილიყვნენ, მას ეგონა, რომ გადაუვლიდნენ უკრაინას, მაგრამ შეცდა. უკრაინელი ხალხი ძალიან ძლიერია. ამერიკა და ევროპა, ჩვენ ბევრად ერთიანი ვართ, დემოკრატია ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. ის ფიქრობდა, რომ ენერგორესურსებს გამოიყენებდა იარაღად, სანაცვლოდ კი მიიღო ის, რომ ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა ევროპა უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული ენერგორესურსებზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.